
საქპატენტი ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალის მხარდამჭერია
საქპატენტმა ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა სლოგანით - „ ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი“. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-ზე მეტი მეღვინეობა, მათ შორის მსხვილი მწარმოებლებისა და მცირე თუ საშუალო მარნების, საოჯახო მეღვინეობების ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები. ფესტივალის მიზანია ადგილწარმოშობის დასახელებით ნიშანდებული ღვინოების პოპულარიზაცია, ამ სტატუსის მქონე ღვინოების უპირატესობის წარმოჩენა და მათ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

საქპატენტმა სამეწარმეო განათლების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სალომე ციმაკურიძემ სამეწარმეო განათლების კონფერენციაში „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ (Junior Achievement Georgia) მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“.

საქპატენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - „საქპატენტს“ თბილისის №30 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ეწვივნენ. ღონისძიება საქპატენტსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ევროპის საპატენტო უწყების ექსპერტებმა საქპატენტის თანამშრომლებს ვირუსის შტამებზე საპატენტო ექსპერტიზის პრაქტიკა გაუზიარეს
ევროპის საპატენტო უწყების (EPO) ექსპერტებმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ქიმიის, მედიცინისა და ბიოლოგიის სამმართველოს თანამშრომლებისთვის, ჰიბრიდულ ფორმატში, სასწავლო სესიები ჩაატარეს. სწავლების მიზანს წარმოადგენდა ვირუსის შტამებთან დაკავშირებული გამოგონებების საპატენტო ექსპერტიზის პრაქტიკის გაზიარება.

საქპატენტმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა, სადაც საქპატენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს უწყებაში საქმიანობის, დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გააცნეს

სოსო გიორგაძემ თბილისის საბავშვო ბაღებს ინტელექტუალური საკუთრების თემაზე შექმნილი ზღაპრები გადასცა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტსა“ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მიზანია პატარებში შემოქმედებითი აზროვნების მიმართ ინტერესის გაღვივება, ასევე, კრეატიული უნარების განვითარება და სიახლეების აღქმის წახალისება.

საქპატენტმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერი მაჭარაშვილმა ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში მაღალი დონის საერთაშორისო სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ორგანიზებული იყო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის, ინდოეთის პატენტების, დიზაინებისა და სასაქონლო ნიშნების გენერალური კონტროლიორის ოფისისა (CGPDTM) და რაჯივ განდის სახელობის ინტელექტუალური საკუთრების მართვის ეროვნული ინსტიტუტის (RGNIIPM) მიერ.

საქპატენტი, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, შვეიცარიასა და საფრანგეთში გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების მქონე უნიკალური პროდუქტების წარმოებისა და დაცვის პრაქტიკას გაეცნო
საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ერთობლივი პროექტის (GESIP) ფარგლებში, შვეიცარიასა და საფრანგეთში გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სასწავლო ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ¬– „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსმა დარეჯან მჭედლიძემ.

საქპატენტმა მონაწილეობა მიიღო WIPO-ს სიმპოზიუმში „ქალები და ინტელექტუალური საკუთრება“
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სათავო ოფისში გაიმართა სიმპოზიუმი „ქალები და ინტელექტუალური საკუთრება“, რომელზეც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი სალომე ციმაკურიძე წარმოადგენდა.

საქპატენტსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქპატენტსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.